თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს. მატი გათავისუფლების მიზეზი საახალწლო ღონისძიების დროს პიროტექნიკის გამოყენება გახდა. 26 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებაზე პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთმა ბავშვმა მიიღო. საქმეზე სინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა დაწყებული აქვს.