„როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს ქართული ღვინის შეტანის წესებს რუსეთის ტერიტორიაზე.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური სისტემატურად ატარებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლს, რაც დინამიკაში აჩვენებს აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას“, – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.
„როსპოტრებნადზორი“ აქვეყნებს იმ 8 ქართლი კომპანიის სიას, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანას უკრძალავს. მათ შორისაა: „ბაგრატიონი 1882“, „ბოლერი ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.
„მითითებული პროდუქციის ყველა პარტია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.