84 წლის მამაკაცმა სხეულზე დაზიანებები მიიყენა

ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე 84 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. მას ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

„მუცლის არეში შემავალი ჭრილობები ჰქონდა, ოპერაცია გაუკეთდა. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, -განაცხადა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შსს-ს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ახლობლების თქმით, მამაკაცის მიერ, თვითდაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. მან თვითმკვლელობა ცოტა ხნის წინაც სცადა.