9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა

9 აპრილის მემორიალთან  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.1989 წლის 9 აპრილს   რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.