1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციიშ შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამოცხადდა.უპირობო კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა. ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.
ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს
მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა.
- სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
- აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
- ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
- პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან
- ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ
- საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში
- გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
- ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან
- ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე
- ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან
- მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან
- რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი)
- სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
- ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
- გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
- უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
- იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.