9 მაისს ლანჩხუთში სტალინის ბიუსტს დადგამენ

9 მაისს ლანჩხუთის მოქალაქეთა ნაწილი ცენტრში იოსებ სტალინის ბიუსტის დადგმას აპირებს. როგორც “გურიის მოამბე” წერს , ბიუსტის ავტორი იური სარჯელაძეა.

“ერთი საათის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბიუსტის დადგმას აპირებენ. არ ვიცი, ეს ვისი იდეა იყო, ან ვინ არის ინიციატორი. ლანჩხუთის მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს”-განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალეკო სარიშვილმა.

„დღეს ღამით გადავიტანთ და ხვალ 12 საათისთვის გავხსნით საზეიმო ვითარებაში. ის თაბაშირისგან არის დამზადებული, მეტის საშუალება არ გვქონდა, რომ უფრო უკეთესი მასალისგან დაგვემზადებინა. მისი კიდევ ერთხელ განადგურების აღარ მეშინია, რადგან საქმის კურსშია პოლიცია, მერია და ყველა. მით უფრო ტერიტორიას ვიდეოთვალი გააკონტროლებს და ჩვენს სტალინსაც დაიცავს“.- განაცხადა  ბიუსტის ავტორმა იური სარჯელაძემ. 

საქართველოს კანონმდებლობით, ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, მათ შორის ბიუსტებისა და ძეგლების, საჯარო გამოყენება და დადგმა აკრძალულია.