91 წლის ქართველ მოხუცს ოცნება აუხდინეს და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანეს

91 წლის ქართველ მოხუც ქალს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა.ინფორმაციას “ფორტუნა” ავრცელებს.

ოჯახის წევრების ცნობით, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან.