გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე – მეორე მოქმედებაზე. ქუჩაში გამოვიდეთ და თან წამოვიღოთ თეატრი! ” – “გილდია”

“წინააღმდეგობის 2 თვის თავზე გადავწყვიტეთ გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე – მეორე მოქმედებაზე. ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა”, -ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში –  “გილდია” აქვეყნებს.

“გაფიცვა: შემდეგი მოქმედება!

მალე ორი თვე გავა მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდით საკუთარ საქმიანობაზე უარი გვეთქვა. ჩვენ გავიფიცეთ და ქუჩაში შევუერთდით ჩვენ მაყურებელს, ჩვენს ხალხს, ქართულ საზოგადოებას დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში.

მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ცინიკურ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ფონად მოჰყვა არანაკლებ ცინიკური და სასტიკი ზონდერ ჯგუფებისა და პოლიციური ტერორის აქამდე არნახული მასშტაბებით და დროის ხანგრძლივობით გამოყენება.

მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც ჩვენი – ქართული საზოგადოების ყოველდღიურობა ერთმანეთთან ქუჩაში შეხვედრა და საერთო წინააღმდეგობაში ჩადგომაა. წინააღმდეგობაში, რომელიც გვავალდებულებს ერთმანეთის დაცვას, ერთმანეთზე ზრუნვას და საერთო ძალებით ბრძოლის სხვადასხვაგვარი ფორმების ძიებას მჩაგვრელი, არადემოკრატიული, არასახალხო და არაქართული რეჟიმის მიმართ.

რა მოგვცა გაფიცვამ ორთვიანი უწყვეტი წინააღმდეგობის პროცესში? გაფიცვამ თავის პირველად მიზანს მიაღწია. შეიქმნა სოლიდარობის გაფიცვის მაგალითი, პროტესტში ჩართულ ადამიანებს დაანახა გაფიცვის, როგორც რეჟიმთან ბრძოლის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ურყევი და მტკიცე ტაქტიკის მნიშვნელობა. აგრეთვე, გაფიცვამ არ წაართვა ხალხი პროტესტს. ჩვენ და ჩვენი მაყურებელი ერთმანეთს დარბაზების მაგივრად, გაზით გაჟღენთილ ქუჩებში ვხვდებოდით.

მოვლენები როგორც გვიჩვენებს, დროის გასვლასთან ერთად, რეჟიმი არა თუ უკან დახევას, არამედ კიდევ უფრო მეტი სიმკაცრისა და სისასტიკის დემონსტრირებას აპირებს. სისტემა ტყვეობაში იტოვებს ჩვენ კოლეგებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს, რომ მომავალში, როცა დასჭირდება, თავის გადასარჩენი პირობები გამოივაჭროს მათი თავისუფლებით. სანამ ერთი მსახიობი, ერთი სტუდენტი, ერთი ახალგაზრდა ან წინააღმდეგობაში მყოფი ერთი ადამიანიც კი ტყვეობაში რჩება, იქამდე შეუძლებელია იმაზე ფიქრიც კი, რომ როგორმე ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ, მანამდე არსებულ რუტინას დავუბრუნდეთ.

სისტემას ურყევად სჯერა – თუკი დიდი ხნით გაძლებს ისე, რომ უკან არ დაიხიოს, წინააღმდეგობა გამოიფიტება, მუხტი გაქრება და ქუჩები გაბრაზებული ქართველი ხალხისგან დაიცლება. მათი რწმენა დამყარებულია აქამდე არსებული, ძველი პროტესტების ანალიზზე, თუმცა ისინი ვერ იაზრებენ, რომ პოლიტიკური და სოციალური კრიზისი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე, მათი კერძო კაპიტალისთვის ეროვნული ინტერესებით მოვაჭრე მთავრობამ თავადვე გამოიწვია, სრულიად ახალი ტიპის წინააღმდეგობის კატალიზატორი გახდა.

პროტესტმა უკვე აჩვენა თვითორგანიზების ერთდროულად ლამაზი, და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგალითები და გვასწავლა, რომ ძველი წესრიგი მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობების კომპლექსური, განსხვავებული გზებით, ახალი ფორმებითა და შინაარსებით შეიძლება მოკვდეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, თეატრის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ვინც ყოველთვის ჩვენი მაყურებლების აპლოდისმენტებითა და სიყვარულით ვიკვებებოდით, წინააღმდეგობის 2 თვის თავზე გადავწყვიტეთ გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე – მეორე მოქმედებაზე.

ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა და არ არსებობს გარეთ გამოსულ ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი მაყურებელი!

ვინაიდან ვიაზრებთ ამ წინააღმდეგობაში ჩვენ პასუხისმგებლობას, ცხადია ჩვენი მოთხოვნები ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პროცედურული საკითხებით ან თუნდაც მხოლოდ ტყვეების განთავისუფლებით.

ჩვენ მოვითხოვთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად.

საგაფიცვო მოთხოვნები ჩამოყალიბდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებზე. ჩვენ მოვითხოვთ უკეთეს სოციალურ სისტემას, ხელმისაწვდომ განათლებას, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის, გამოსახლების აკრძალვას, საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, უკეთეს ანაზღაურებას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის და რაც მთავარია, ღირსეულად სწავლის, მუშაობის და ცხოვრების უფლების გარანტიას მთელი საზოგადოებისთვის.

გპირდებით, ამ მოთხოვნებით თეატრი მოედება ქუჩებს და გამზირებს, სხვადასხვა ქალაქებს, საქართველოს კუთხეებსა და რეგიონებს და არ დავიხევთ უკან, სანამ არ მივაღწევთ სასურველს.

ვითხოვთ ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების თავისუფლებას, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს პოლარიზაცია და ქვეყანა დააბრუნოს მშვიდობიან დემოკრატიული სვლის რელსებზე.

სოლიდარობა და თავისუფლება ანდროს და სისტემის ყველა უკანონო ტყვეს!
შევხვდებით ქუჩაში!” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული

აფეთქება რუსეთის უდიდეს ქვანახშირის საბადოზე — არიან დაღუპულები

იაკუტიაში, ელგის საბადოზე — რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი და...

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს,...

რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან...

რუსთავის ციხეში ოჯახის წევრთან ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ნახევრად ღია...

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებისთვის „პაუზას“ არ აიღებს

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში მარკო რუბიოს შეხვდა, სადაც გაეროს გენერალური...

10 მილიონამდე დოლარი რუსული კომპანიისთვის: საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება უკრაინის მიერ სანქცირებულ ქარხანასთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავლსკისთან“ 9.6...

ჰაკერებმა FBI-ის სისტემა გატეხეს: მოპარულია სპეციალური აგენტების კონფიდენციალური მონაცემები

იბერდამნაშავეები, რომლებმაც FBI-ის სისტემები გატეხეს, აცხადებენ, რომ ათასობით სპეციალური...

ყველა ამბავი

სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი–მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ სასულიერო პირებს მიმართავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პასუხად გავრცელებულ  მწვავე განცხადებას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის...

“ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული“–ვილი სანიოლის გამომშვიდობება საქართველოსთან

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით - მთელი...

რომის პაპის მესას პარიზში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო

შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო — 100 ათასით...

აფეთქება რუსეთის უდიდეს ქვანახშირის საბადოზე — არიან დაღუპულები

იაკუტიაში, ელგის საბადოზე — რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოქსირებადი ქვანახშირის საბადოა — შაბათს, 26 სექტემბერს,...

ჰაკერებმა FBI-ის სისტემა გატეხეს: მოპარულია სპეციალური აგენტების კონფიდენციალური მონაცემები

იბერდამნაშავეები, რომლებმაც FBI-ის სისტემები გატეხეს, აცხადებენ, რომ ათასობით სპეციალური აგენტის უაღრესად კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები მოიპოვეს. კიბერშეტევის დეტალები მათ დარქნეტში...

ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მილიარდი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა გამოიწვიოს. „ეჭვგარეშეა, ხელოვნურ ინტელექტს საკმარისი ძალა აქვს იმისთვის,...

Volkswagen და Audi გერმანიაში დეფექტის გამო მილიონამდე ავტომობილს უკან იწვევენ

Volkswagen-ი, Audi და Seat გერმანიაში სულ მცირე 950 ათას ავტომობილს იწვევენ უკან. მიზეზი საჭის მართვის სისტემაში არსებული დეფექტური ჭანჭიკია,...

საინფორმაციო დივერსია თუ ბირთვული შანტაჟი? რატომ გამოაქვეყნა და სასწრაფოდ წაშალა კრემლის სააგენტომ ლიეტუვაზე თავდასხმის გეგმა

რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო „რია ნოვოსტიში“ (РИА Новости) სკანდალური შემთხვევა მოხდა, რამაც საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.დღეს, 2026 წლის 25...

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და...

აზერბაიჯანი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს. ოფიციალური ბაქოს პოზიცია აზერბაიჯანის საგარეო...

“თუ ირანს ფრენების შესაძლებლობა არ ექნება, ამას რეიოგნის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს!” – მოჰამად მოხბერი

"თუ ირანს ფრენების შესაძლებლობა არ ექნება, ამას რეიოგნის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს!" -  ირანირეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებით იმუქრება, თუ მეზობელი...

უნივერსიტეტებზე სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება: Scholars at Risk

საქართველოში განათლების სისტემის ცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უნივერსიტეტებზე სახელმწიფო კონტროლი გააძლიერა და მათი ინსტიტუციური ავტონომია შეამცირა - ამის შესახებ...