ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება – სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.
2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ […] მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა […] მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა. 2018 წელს ქართულ ოცნებაში “დიფსთეითის” აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი […]
ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა დილიდან, როცა სააკაშვილი, იაკობაშვილი და სხვები გვიცხადებდნენ, რომ სოფელს სოფელზე და დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ – ისინი ცხინვალის რეგიონს ათავისუფლებდნენ, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდებიო და ა.შ. 2018 წლამდე საპირისპიროს თქმას ვერ ბედავდნენ და 2018-ში გადაწყვიტეს, რომ თურმე ომი არ დაუწყიათ […] 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო.