რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება. – ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არ ვიცით, ექნება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ მსგავს სამიტს დაესწროს. მაშასადამე, მისი დარწმუნებაა საჭირო,” -აღნიშნა მან.
რეპორტიორებს მერცმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს “ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.”