“ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული. ეს შუამდგომლობა დაკავებაზე გამოუშვა ერთმა მოსამართლემ, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება – კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით”.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებლის და აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.დათაშვილმა დღევანდელ სხდომაზე მისი საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.