ერთადერთი, რასაც აღწევენ, მუდმივად რაღაც დღის წესრიგის მაგვარს ქმნიან, სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაცა რადიკალური აქცია, ეს არის ერთადერთი. ყოველდღე უბრალოდ ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველი, როცა ხან 50 კაცი დგას იქ, ხან მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე.
არაფერი, რაღაცა ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურში დაწერილი მარტივი სცენარები – მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ ნუ, ოც კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შატაბთან, ჩვეულებრივად, საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსასმსახურების მიერ.
ტრაგიკული მოვლენაა, არ ჰგავს არცერთი არც ქართველს, არც კაცს, არც ქალს, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, მართლა გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია სჭირდება, არ ვიცი, სხვადასხვა ტიპის თერაპია, ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან, თუმცა, ვნახოთ […] ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი – უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკვე განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ესეც უნდა დასრულდეს, ესეც დამთავრდება, ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. მთავარია ეს, რომ რადიკალიზმი აღარ განმეორდეს… ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება, ეს არის მთავარი ინტერესი.















