მეგი დიასამიძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

მას აღკვეთი ღონისძიების სახით 2 000 ლარი გირაო შეუფარდეს, რომელიც მოქალაქეებმა უკვე აუგროვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.