“ყველაზე ეფექტური სანქციები ის სანქციებია, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოქმედებს – ეს არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის ნავთობის მრეწველობა და ეს ომს მნიშვნელოვნად ზღუდავს. რუსული ომი – ეს ფაქტობრივად ნავთობის, ბუნებრივი აირის და ყველა სხვა რუსული ენერგორესურსის ფუნქციაა.
მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბოლო დღეებში პრიმორსკში ძალიან ხარისხიანად იმუშავეს. უმსხვილესი ნავთობის ტერმინალი რუსეთში ბალტიის ზღვაში. მიყენებული აქვს მნიშვნელოვანი დაზიანებები, ყველაფერი გადამოწმებულია. ეს საგრძნობია მტრისთვის. ჩვენი სპეცრაზმელები თვალყურს ადევნებენ ასევე იუსტ-ლუგას პორტსა და ყველა სხვა რუსულ წერტილს მსოფლიო ბაზარზე”.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.















