„შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა [ელენეს] უნდა რომ წამოეწიოს. მეორეც – არ გაუჭირდება არც გირაოს გადახდა, ვინაიდან თუ ვინმე ვინმეს აფინანსებს და მხარს უჭერს, ეს არის რუსეთი და ხოშტარიას ოჯახი. ყოველთვიურად უშველებელი თანხები შემოდის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და ვფიქრობ, ეს ეჭვები საზღვარგარეთაც არსებობს. განსაკუთრებით, იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება, მათთვის დასამტკიცებლად, რომ იგი იღებს თანხებს. როგორ შეიძლება ამ ვითარებაში, ასე აზიანებდე ქვეყანას. მხოლოდ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. ერთი, რომ მსოფლიოში ისეთი რეალობაა შექმნილი, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონკრეტულად ცივსისხლიანი პოლიტიკისათვის, რომელიც აქ არ ყალიბდება. მეორე – რეალურად, რუსეთი, რასაკვირველია, პოლიტიკურად იგებს მაშინ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება სწორედ ამ მიზეზით, რომ თურმე, ევროკავშირისკენ არ მიდის და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ეს ორივე შემთხვევა არის გასაერთიანებელი და ერთი დასკვნა გასაკეთებელი – ქვეყანას ებრძვიან საკმაოდ სერიოზული მეთოდებით, მაგრამ ეს მებრძოლი არ არის მხოლოდ ერთი, ბევრი მხარე არის დაინტერესებული საქართველოს დესტაბილიზაციით,“
განაცხადა გია ვოლსკიმ, რითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ წარწერას – „რუსული ოცნება გამოეხმაურა.















