31 წელში პირველად, არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდებით – საია

”31 წელში პირველად, არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდებით” – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

“2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.

საია გააგრძელეს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს”