სასამართლომ აქტივისტ ისაკო დევიძეს 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
დევიძე გუშინ 24 სექტემბერს, ღამით პარლამენტთან დააკავეს.
სოციალურ ქსელში, გავრცელებულ კადრებში ისმის, თუ როგორ ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი, რომ ისააკო დევიძე გზის გადაკეტვას ცდილობდა და ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.