”თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება, ყველა კითხვას გასცემს პასუხს” – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. ქვეყანაში ბრუნდება, ის არც აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს“, – თქვა ახვლედიანმა.
რიჟვაძე 7 ივლისს, ალექსი ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის გამო კლინიკაში მოხვდა, მეორე დღეს კი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
მის ტანსაცმელში ნაპოვნი წერილი თავად რიჟვაძეს ეკუთვნის, სადაც ის შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს.საქმეზე ბრალდებულია მისი მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც ინციდენტი მოხდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ მისი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა ყოფილი მაღალჩინოსანი.
ახვლედიანს იარაღის შენახვის წესების დარღვევაში ედება ბრალი.















