საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს

განათლებისა და კულტურის კომისიის – თბილისის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.

“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში VIIl მოწვევის პირველსავე სხდომაზე წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.დღეიდან განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.ბექა ოდიშარიას განცხადებით, განათლების და კულტურის კომისიის კარი 24/7 -ზე ღია იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულნი ბრძანდებიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვით.” – ნათქვამია განცხადებაში.