PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

Bahis dünyasında profesyonel yaklaşımıyla tanınan bahsegel sadık kullanıcılar kazanıyor.

Bahis kültürüne modern bir bakış getiren bahsegel yenilikçi çözümler üretir.

Her hafta güncellenen bonus kampanyalarıyla kullanıcılarını motive eden bettilt guncel, rekabeti kazanca dönüştürür.

Bahis piyasasında öncü olan bahsegel global ölçekte de tanınıyor.

Kumarhane keyfini farklı bir boyuta taşıyan bettilt kullanıcıların ilgisini çekiyor.

Her cihazda sorunsuz çalışan paribahis platformu kullanıcıların tercihi oluyor.

Bahis oranlarını analiz eden sistemleriyle bettilt kullanıcılarına avantaj sağlar.

Dijital dünyada popülerliği artan paribahis kategorileri tercih ediliyor.

Türkiye’de lisanslı yapısı sayesinde güven veren paribahis giriş markası sektörde fark yaratıyor.

Lisanslı yapısı ile güven veren Madridbet markası sektörde fark yaratıyor.

Cep telefonundan hızlı erişim için bahsegel seçiliyor.

Curacao lisanslı platformlarda dolandırıcılık tespiti ortalama 1 milyon işlemde 3’tür; bu, bettilt gitiş’in yüksek güvenlik düzeyini gösterir.

Ruletin tarihi 18. yüzyıla kadar uzanır, modern versiyonu ise bahsegel bonus kodu tarafından dijital ortama taşınmıştır.

Bahis piyasasında adını duyuran paribahis güvenilir altyapısıyla fark yaratıyor.

Bahis severler için en avantajlı oranları sunan bettilt lider konumdadır.

Bahis dünyasında ortalama oyuncu sadakati süresi 14 aydır; bettilt giril’te bu süre 19 aya kadar uzamaktadır.

Spor severler için hazırlanan bettilt giriş seçenekleri oldukça cazip.

Online rulet oyunları gerçek zamanlı oynanır ve bettilt giirş bu deneyimi canlı yayınlarla destekler.

Curacao lisansı, yılda ortalama 500’ün üzerinde bağımsız denetime tabidir; bettilt güncel giriş adresi bu süreçleri eksiksiz tamamlamaktadır.

Adres güncellemelerini öğrenmek için Bahsegel ziyaret ediliyor.

2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია – საია

“2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საქართველოს სახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.

როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია (curtailed freedoms), რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

ანგარიშის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებები.

ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაერთიანების თავისუფლების კუთხით სიტუაცია 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. გარდა ახალი რეპრესიული კანონების მიღებისა „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით, ანგარიშების დაყადაღებით და გამოკითხვებით ავიწროებდა.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. 2024 გაზაფხულიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით 69 პირის მიმართ მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ.

2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები.

ანგარიში ასევე აანალიზებს თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებას. 2025 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ანტიგენდერული რიტორიკით, კანონებით და ქმედებებით გენდერული თანასწორობის კუთხით წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისთვის ძირის გამოთხრა, სექსიზმისა და ჰომოჰობიის/ტრანსფობიის წახალისება.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, უგულებელყოფილი რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომლებთან დაკავშირებითაც კვლავ არცერთი პრობლემა არსებობს. 2025 წელს კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები. ანგარიშში ასევე მიმოხილულია 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანების გარდაცვალება, სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების უგულებელყოფასთან / პრევენციული ზომების არარსებობასთან იყო კავშირში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეძლეს იმ რეალობაში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ქვეშ ფუნქციონირებდა, ხოლო პროპაგანდისტული მედია საშუალებები და თანამდებობის პირები შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად, მუდმივი თავდასხმების ქვეშ აყენებდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.