„დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს დათმობას!“
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს რითიც ეხმაურება, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრება და ადგილზე იმყოფება ვლადიმერ პუტინიც.















