მკვლელობა ვერაზე, მაჩალიკაშვილის საქმე, მანიფესტაციის უფლება: სახალხო დამცველმა წელი შეაჯამა

{{ARTICLEIMAGE}}
საქმე, რომელზეც არ ჩატარებულა აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები – ასე შეფასდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

სახალხო დამცველი საქმის შესწავლის შედეგად აცხადებს, რომ ამ მკვლელობამ საგამოძიებო უწყებაში სისტემური პრობლემები გამოავლინა.

ამ საკითხის გარდა ნინო ლომჯარიამ 7 დეკემბერს, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხებს შემაჯამაბელი ღონისძიებიდან:

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

არაერთი თხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

სახალხო დამცვლის აპარატის შეფასებით, მიმდინარე წელს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ძირითადად, დაცული იყო:

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძისთვის კარვების გაშლის აკრძალვა იყო. ამ საკითზე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელითაც მიმართა”.

ყველაზე დაუცველი ჯგუფები 2018 წელს

“ლგბტ თემის წარმომადგენლები, ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები”

ნინო ლომჯარიას თქმით, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი.


ასევე,”წინა წლებთან შედარებით, სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა გაიზარდა”.

საპრეზიდენტო არჩევნები

საარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის:

“საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც მე-2 ტურისთვის უფრო გამწვავდა”.

შშმ პირთა საჭიროებებზე
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსება გაიზარდა, ეს თანხა საკმარისი არ არის. ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელია, კვლავ პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი.

“კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”

“2018 წელს საქართველოში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. შრომითი უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობის გამო, სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”.

პატიმართა უფლებები

ომბუდსმენის აპარატი მოითხოვს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჰქონდეთ შესაძლებლობა, პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.


სახალხო დამცველიის ინფორმაციით, მათ ხელი არ მიუწვდებათ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა უწყებას გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

პოპულარული

ნია იმნაძეს სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს – ეკა კუპატაძე

"ოჯახის წევრები არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, -...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან -...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი...

ყველა ამბავი

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის...

დიმერში ხუთსართულიან სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-ს გადასცდა

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, განაცხადა...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...