საპენსიო რეფორმა იწყება

spot_imgspot_img

 

{{ARTICLEIMAGE}}
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნახევრად სავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა იწყება.

ეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სოციალური რეფორმა იქნება. ქვეყნის ყველა დასაქმებული მოქალაქე ჩაერთვება სისტემაში, რომელიც მათ საპენსიო ასაკში უზრუნველ სიბერეს ჰპირდება, ამისთვის კი, ათეულობით წლების განმავლობაში დასაქმებულისა და დამსაქმებლისგან სავალდებულო შენატანების განხორციელებას ითხოვს. მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, 40 წელს აღემატებოდა, 2019 წლის 31 მაისამდე ექნებათ უფლება, დატოვონ სისტემა. 40 წლამდე მოქალაქეებს და მათ დამსაქმებლებს დაზოგვა სავალდებულო პრინციპით მოუწევთ.

რეფორმა საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს – ზოგიერთ შემთხვევაში 40 წელს და მეტსაც ეხება, რაც აქამდე განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ხანგრძლივია. შესაბამისად, სახელმწიფოს – მოქმედ თუ მომავალ მთავრობებს მუდმივად მოუწევთ დაამტკიცონ, აქვთ თუ არა მათ სათანადო სანდოობა, რომ მოსახლეობის მიერ დაზოგილი მილიარდობით ლარი უდანაკარგოდ და ეფექტურად განკარგონ.
დაზოგვის სქემის აღწერა:
საპენსიო სქემა ეხება თანაბრად დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. თითოეულის თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს;
დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს;
სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

შედეგად მივიღეთ ფორმულა 2+2+2, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მოქალაქის ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება.

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილეს საშემოსავლო გადასახადის 2%-ს ურიცხავს იქამდე, სანამ მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს. ამის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად, რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს.

როგორ მოხდება თანხის გადარიცხვა?

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის ხელფასიდან სავალდებულო 2%-ის ჩამოჭრა ავტომატურად მოხდება. სააგენტოს ვებგვერდზე კონკრეტული სქემა არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი წარიმართება.

მაგალითად, თუ დასაქმებულის დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 1000 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობამდე, დასაქმებული, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ ხელზე მიიღებდა 800 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დარიცხული ხელფასის 2%, ანუ 20 ლარი, გადაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, დარჩენილი თანხიდან 1000-20=980 ლარი, დაკავდება 20% საშემოსავლო გადასახადი და მონაწილე ხელზე აიღებს 784 ლარს.

საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დასაქმებულმა ხელზე აიღო 800-784=16 ლარით ნაკლები განკარგვადი თანხა. სანაცვლოდ, მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხა 20 ლარი საკუთარი შენატანი, 20 ლარი დამსაქმებლის შენატანი და 20 ლარი სახელმწიფოს შენატანი, სულ – 60 ლარი.

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს ვიდრე დასაქმებულის დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს წლიურად. ანუ თუ თქვენი ხელფასი მაგალითად თვეში 4 ათასი ლარია, ხაზინა 2%-იან შენატანს განახორციელებს 6 თვის განმავლობაში, დანარჩენი თვეების განმავლობაში კი 1%-იან კონტრიბუციას მიიღებთ.

აქვს თუ არა თქვენს დამსაქმებელს უფლება უარი თქვას სავალდებულო კონტრიბუციის განხორციელებაზე?

არა – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მთავრობას უფლება ექნება დააჯარიმოს ყველა კომპანია თუ იურიდიული პირი, ვინც დასაქმებულის სავალდებულო საპენსიო კონტრიბუციის გადახდაზე უარს იტყვის. სანქცია პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი, 1000 ლარი იქნება.

საპენსიო რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალის 2%-4%-ით გაძვირებას იწვევს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ მათი დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება და ისიც ავტომატურად ერთვება სისტემაში. ეს კი საქართველოს კერძო სექტორისთვის პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესების ტოლფასია. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული შენატანები იურიულიად გადასახადის სახეს არ ატარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კერძო ბიზნესისთვის წლიდან წლამდე მთავარი გამოწვევა ფინანსებზე წვდომაა, მათი სახელფასო ფონდის 4%-ით გაზრდა შესაძლოა რიგ შემთხვევებში მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს.

საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული მონაწილეთა თანხები, ამონაგების მიღების მიზნით, ინვესტირდება ფინანსურ ინსტრუმენტებში. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 5 წლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი.

აღნიშნულ შემთხვევაში, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი მაღალი ალბათობით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციები და სახაზინო ვალდებულებებია.

მოქალაქეებს შეეძლებათ გააკეთონ სამი ტიპის არჩევანი და მათი თანხები დაბანდდეს 1) შედარებით დაბალრისკიან აქტივებში; 2) საშუალო რისკიანობის აქტივებში; 3) შედარებით მაღალრისკიან აქტივებში.

თითოეული ამ კატეგორიისთვის განსხვავებული იქნება იმ საფინანსო ინსტრუმენტების თანაფარდობა, რომლებშიც დაზოგილი თანხა უნდა ინვესტირდეს. დაბალრისკიან მიმართულებას შესაბამისად, უფრო დაბალი საპროცენტო სარგებელი ექნება, ვიდრე შედარებით რისკიან მიმართულებას.

წინასწარ უცნობია თუ რა იქნება საშუალოდ ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც აღნიშნული სისტემა მოქალაქეთა დაზოგილ თანხას დაარიცხავს.

იმის მიუხედავად, რომ საპენსიო სისტემაში აკუმულირებული თანხების მკაცრი მონიტორინგი მოხდება და ისინი კარგად დათვლილი და დაგეგმილი პროცედურების შედეგად ინვესტირდებიან, სახელმწიფო არ იქნება გარანტორი, რომ თქვენ მიერ დაზოგილ თანხას დაიბრუნებთ დანაკარგის გარეშე. აღნიშნულს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების სახე არ ექნება. შესაბამისად, სისტემაში აკუმულირებული თანხები არ იქნება იმუნური საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისგან, იქნება ეს საბაზრო კრახები, მაღალი ინფლაცია თუ ეკონომიკური კრიზისები.

კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ დადგა საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით.

დაგროვებული საპენსიო თანხის გატანა

დაგროვებითი პენსიის მიღების უფლება მოქალაქეებს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ექნებათ. შესაბამისად, ქალები მას 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან მიიღებენ. თანხის გატანა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება. თანხას მოქალაქეები საბაზისო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) ერთად მიიღებენ.

ფულის გატანის პრინციპი ასეთი იქნება – ინდივიდიუალურ ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა იმ წლების რაოდენობაზე, რომელიც ტოლი იქნება აღნიშნული წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, მოქალაქის სქესის მიხედვით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ქალის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 77.8 წელია, შესაბამისად, ქალებისთვის დაზოგილი თანხა გაიყობა 17.8 წელზე, რაც პირობითად მათი პენსიაზე ყოფნის დროს წარმოადგენს. მამაკაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 69.2 წელია, რაც ნიშნავს, რომ პირობითად კაცების მიერ დაზოგილი თანხა 4.2 წელზე გაიყოფა.

ამასთანავე, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.

წყარო bm.ge

 

spot_imgspot_img

პოპულარული

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,...

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...
spot_img

ყველა ამბავი

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.გვარამია აფრთხილებს...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა....

გაუმარჯოს უკრაინას! -კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.გისურვებთ მშვიდობას,...