“თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს

spot_imgspot_img
{{ARTICLEIMAGE}}”თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალურლი პროკურატურა ავრცელებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო “თიბისი ბანკის” ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს “სამგორი თრეიდმა“ და შპს “სამგორი M”-მა,  “თიბისი ბანკი”-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.
კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც “თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს “სამგორი თრეიდისა“ და შპს “სამგორი M” – ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს “თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

spot_imgspot_img

პოპულარული

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS)...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია,...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...