ლიეტუვის საგარეო უწყება პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის გმირულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას.
„ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“ – ვკითხულობთ ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.















