უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტასთანდაკავშირებით აქვს შანსი, რომ განხორციელდეს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს .მისი თქმით, უკრაინა მზადაა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად.
„ვნახოთ, სად და როდის დაიწყებს სიჩუმე მოქმედებას და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენი პოზიციაა, რომ დარტყმების განახლება საერთოდ არ არის საჭირო. ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა გზას გაუხსნის ნამდვილ დიპლომატიას, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოიგებს და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს.
„გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწორი სტრატეგიაა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლისთვის – იქნება ეს ახლო აღმოსავლეთზე თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია“, – აცხადებს სიბიგა.















