დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და მასში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანიაც შეიყვანა — შპს „არვიქსი“ (Arvix LLC), შპს „რაპირა გრუპი“ (Rapira Group LLC) და შპს „ეიაიფორი“ (Aifory LLC).
ბრიტანეთის ხაზინის ცნობით, სანქციები უკავშირდება რუსულ კრიპტო ქსელ A7 Network-ს, რომელიც, მათი შეფასებით, დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვებისა და ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.
სანქციები ასევე შეეხო A7-თან დაკავშირებულ კიდევ 18 კომპანიასა და პირს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ქართული კომპანია რუსეთის ბაზარზე ორიენტირებულ კრიპტო ბირჟებს მართავდა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
“A7 ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა, რომელიც შექმნილია დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების საბრუნავად. ქსელი აცხადებს, რომ გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ბრუნვა ჰქონდა.
ახალი ზომები ასევე ეხება 18 კომპანიას და პირს, რომლებიც A7-თან არიან დაკავშირებული. ეს ჯგუფი იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომლითაც, ჩვენი ვარაუდით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი კრემლის სალაროში ჩაირიცხა. ჩვენ ასევე ვმართავთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს მართავენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით,”- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.














