უკრაინელებმა რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე იერიში მიიტანა – ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად განადგურდა რაკეტმზიდი კორვეტი „ბოიკი“.
უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ ბროვდი, ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედროებმა მართვადი რაკეტებით აღჭურვილ გემს მიაკვლიეს და მასზე შეტევა განახორციელეს. მისი თქმით, „ბოიკი“ მიმდინარე წლის თებერვლიდან კრონშტადტის ნავსადგურში სარემონტო სამუშაოების გამო იყო განთავსებული.
ბროვდის განმარტებით, გემი ნავსადგურში ყოფნის პერიოდში კვლევით ხომალდ „ადმირალ ვლადიმირსკის“ შეეჯახა. უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ რუსეთი „ბოიკს“ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების თანხლებისთვის იყენებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონების სამიზნე სამხედრო გემების ბაზირების პუნქტი გახდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის გრძელდება ოპერაციის შედეგად რუსეთისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების დაზუსტება.
აღნიშნულ თავდასხმაზე მანამდე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი-ს განცხადებით, 3 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიიტანეს კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ავანპოსტს წარმოადგენს.















