“ჩვენ არასდროს დავაფინანსებთ [სომხეთის] მოგზაურობას, რათა ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ეს ასოციაცია ჩვენი და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ღიად მტრულ პოლიტიკას ატარებს და კიევში ტერორისტებს უჭერს მხარს. არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ მათ აფინანსებს.”

ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.