შსს–ს დეტექტივი სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაქარ ბექაური დღეს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.