უკრაინა კიევ–პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმების გამო იუნესკოს მიმართავს

spot_imgspot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მკვეთრი რეაქცია გამოხატა კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის გამო. მან განაცხადა, რომ საქმეში იუნესკოს ჩართავს და მოსკოვის დასასჯელად ყველა საერთაშორისო მექანიზმს აამოქმედებს.

ოფიციალურმა კიევმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რომელიც ორშაბათს, 15 ივნისის ღამეს მოხდა, და მოსკოვი კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ დანაშაულში დაადანაშაულა.

„კიევ-პეჩერის ლავრაზე — ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე — დარტყმით, პუტინმა საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე უარესი ბარბაროსების სიაში“, — დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან რუსეთის ჯარები ტერორისტებს შეადარა და პირობა დადო, რომ რუსეთი ომს წააგებს. სიბიგას თქმით, უკრაინა სასწრაფოდ დაიწყებს ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოს ფარგლებში და აამოქმედებს ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმს, რათა რუსეთის ქმედებებზე დაუყოვნებელი და ადეკვატური პასუხი მოითხოვოს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას უკრაინელი ხალხისა და მისი მემკვიდრეობის წინააღმდეგ კიდევ ერთი უხეში თავდასხმა უწოდა.

„ახლა, როცა რუსები კიევს ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტით ბომბავენ, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი და ფასდაუდებელი კულტურული ძეგლი — დაზიანებულია და იწვის“, — დაწერა სვირიდენკომ X-ზე.

„ეს არის რუსეთის მართლმადიდებლური ღირებულებების ნამდვილი სახე“, — დაამატა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, ეპიფანემ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მიძინების ტაძრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

თავის მხრივ, ეპისკოპოსმა ავრაამიმ Facebook-ზე დაწერა, რომ სასულიერო პირებმა და მაშველებმა ლავრის ტერიტორიიდან ძვირფასი ნივთების გამოტანა ოპერატიულად შეძლეს, რის შედეგადაც სიწმინდის გადარჩენა მოხერხდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმა დოვჟენკოს კინოსტუდიაზე

15 ივნისის ღამეს რუსეთის დარტყმების ქვეშ მოექცა კიევში მდებარე ალექსანდრ დოვჟენკოს კინოსტუდიაც. შედეგად დაზიანდა შენობები და განადგურდა კოსტიუმების ყველაზე დიდი და უძველესი კოლექცია, განაცხადა Facebook-ზე ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტატიანა ბერეჟნაიამ.

მან აღნიშნა, რომ „რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს თავდასხმებს არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ კულტურულ ინსტიტუტებზეც, რომლებიც უკრაინულ იდენტობას, მეხსიერებასა და ისტორიას ინახავენ“.

სისხლიანი თავდასხმა უკრაინის რეგიონებზე

15 ივნისის ღამეს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად, მთლიანობაში, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა — მათ შორის ოთხი კიევში და ხუთი ხარკივში. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვები.

დაფიქსირდა დარტყმები სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიევში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 140 ათასი აბონენტი. კიევის ოლქში სამი ადამიანი დაშავდა, გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სასაწყობე შენობები.

ხარკივში, ხანძრის ჩაქრობის დროს, რუსეთის განმეორებითი დარტყმის შედეგად ხუთი მაშველი დაიღუპა, კიდევ სულ მცირე ხუთი დაშავდა.

სუმიში დაფიქსირდა ორი რუსული დრონის მოხვედრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი.

უკრაინული ცნობების თანახმად, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70 ბალისტიკური რაკეტა და 611 დრონი გაუშვა.

კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში „შაჰედის“ მოხვედრისა და ხანძრის შემდეგ ჩამონგრევის საფრთხე არსებობს

15 ივნისის ღამეს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის რამდენიმე ობიექტმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. მათგან სულ მცირე ხუთი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. ყველაზე მეტად მიძინების ტაძარი დაზიანდა.

ამის შესახებ კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ ოსტაპენკომ ტელეარხ 1+1-ის გადაცემა „საუზმის“ ეთერში განაცხადა.

„ამ ღამით მომხდარმა დაბომბვამ კიევ-პეჩერის ლავრის ბევრ ობიექტს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა. სულ მცირე, დაზიანებულია ეროვნული მნიშვნელობის ხუთი ობიექტი და ადგილობრივი მნიშვნელობის რამდენიმე ობიექტი. ამ დროისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა მიძინების ტაძარი — მოხვედრა პირდაპირ სტეფანეს მინაშენში მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ტაძრის მთელი ზედა ნაწილი იწვოდა“, — განაცხადა მან.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა, როგორც ოსტაპენკომ აღნიშნა, არსებობს ჩამონგრევისა და ხანძრის ხელახლა გაჩენის საფრთხე.

ტაძარში საკმაოდ ძლიერად არის დაზიანებული კანკელი. ასევე დაზიანებულია მოხატულობა და ფრესკები.

„ყველაზე საშინელი ის არის, რომ დაზიანდა ის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი მცირედთაგანია, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს აფეთქების შემდეგ შემორჩა“, — განაცხადა მაქსიმ ოსტაპენკომ.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის"...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...