მარია ზახაროვა ქართველ სამართალდამცველებს სამოქალაქო აქტივისტების დასჯისკენ მოუწოდებს

spot_imgspot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თბილისში, პუშკინის სკვერში გამართული ანტირუსული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტები“ უწოდა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ზახაროვას განცხადება უკავშირდება 6 ივნისს, თბილისში, პუშკინის სკვერში მომხდარ მოვლენებს, სადაც რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლები ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღესა და „რუსული ენის დაცვის დღეს“ აღნიშნავდნენ. ღონისძიება სამოქალაქო აქტივისტებმა, კერძოდ, მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა ანტირუსული ლოზუნგებით გააპროტესტეს, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია.

„ეს ექსტრემისტების ჯგუფი იყო. მათ მანკიერ ქმედებებზე დეტალურად არ შევჩერდები, რომ ამ ყველაფრის რეკლამირება არ გამომივიდეს. რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად, ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ იქცა. ჩვენ ველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და მისცემენ შესაბამის შეფასებას ამ რადიკალების, ექსტრემისტების თუ ხულიგნების ქმედებებს. შესაბამისი კვალიფიკაციის დადგენა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული“ — განაცხადა ზახაროვამ.

მან იქვე პარალელი გაავლო ბათუმთან და აღნიშნა, რომ ანალოგიური ღონისძიება აჭარაში, ქართველი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა. „მნიშვნელოვანია, რომ იმავე დღეს, ბათუმში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, მსგავსი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ზეიმის დროს პუშკინის საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწარმოებები წაიკითხეს. რა საოცარი სტრიქონები მიუძღვნა მან ამ ადგილებს!“ – ამბობს ზახაროვა

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში,...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...