სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა – ლელო

spot_imgspot_img

„ლელო-ძლიერი საქართველო“ მეხუთე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება პასუხობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამია სამწუხაროა, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება.

,, სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა.


სიმართლეს ვერც შეურაცხყოფა და ვერც ცილისწამება გადაფარავს. სრულიად გაუგებარია, რა ლოგიკით შეიძლება, პოლიტიკოსის მხრიდან, ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა „ბიზნესპროექტად“ შეფასდეს, როდესაც სწორედ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გვერდზე გადადეს საკუთარი მრავალწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა, პირადი კეთილდღეობა და ოჯახის უსაფრთხოება, რათა ღიად დაპირისპირებოდნენ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას.


პოლიტიკური პრინციპულობის გამო მათ ორჯერ თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე, იდგნენ საპროტესტო აქციებზე „ლელოს“ წევრებთან და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ხოლო საკუთარი პრინციპული პოზიციის ერთგულების გამო პოლიტიკურ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთაც გამოსცადეს. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნის რუსული გავლენისგან გასათავისუფლებლად.


რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკურმა მმართველობამ ქვეყანა რუსულ ძალას გადააბარა, შემდგომ კი თავადაც აღმოჩნდა იმავე რუსული ხელისუფლების პატიმრობაში, ამასთანავე მისი პოლიტიკის შედეგად არაერთხელ მოხდა მისივე პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე შიდა კრიზისი, დაშლა და დასუსტება.


ნამდვილად სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება.


თუ ვინმეს ჩვენკენ ტალახის სროლა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამგვარ ცილისწამებასა და შეურაცხყოფას არ ვუპასუხებთ იმავე მეთოდებით. არც ტალახის სროლაში ჩავერთვებით და არც სხვისი შიდა კონფლიქტებისა და სისუსტეების საკუთარ თავზე გადმოტანის მცდელობას მივყვებით.


ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმავე პრინციპულობით, რაც დღემდე გვამოძრავებდა, და ამ ბრძოლას ღირსეულად მივიყვანთ ბოლომდე.


აუცილებლად გავიმარჯვებთ! ”
– აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “ლელო“ და პარტია “ახალი” ბიზნესპროექტია, რომელიც ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, “ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა”.

spot_imgspot_img

პოპულარული

გაუმარჯოს უკრაინას! -კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია -...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...