ბრიტანეთს მოუწოდებენ გააძლიეროს დიპლომატიური ზეწოლა მზია ამაღლობელის გათავისუფლებისთვის, დეპუტატები კი მთავრობას სანქციების განხილვისკენ მოუწოდებენ

spot_imgspot_img

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა (APPG on Media Freedom) გამართა შეხვედრა თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში და მზია ამაღლობელის საქმე“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანელი პარლამენტარები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებაც მოისმინეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის მდგომარეობაზე საქართველოში, ირმა დიმიტრაძისგან (“ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” ჟურნალისტი და კომუნიკაციების მენეჯერი), კილან გალაჰერისგან (ადამიანის უფლებათა ადვოკატი და მზია ამაღლობელის საერთაშორისო დამცველი) და ფიონა ო’ბრაიენისგან (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) რეგიონალური დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში).

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მტკიცე და დაუყოვნებელი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოში ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად — ამის შესახებ დღეს დეპუტატებს მოუწოდეს ჟურნალისტებმა, იურისტებმა და უფლებადამცველებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქვეყანა სწრაფად მიექანება ავტორიტარიზმისკენ.

ვესტმინსტერში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ თქვა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტები ძალადობას, თვითნებურ დაკავებებს, ფინანსურ ზეწოლას და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას აწყდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ საქმეს აკეთებენ.

მისი თქმით, მისი კოლეგისა და მენტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა მიზნად ისახავდა გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნას ქვეყნის ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის.

„დამოუკიდებელი მედია გახდა ბოლო ბარიერი სამთავრობო პროპაგანდასა და სრულ ავტორიტარულ მმართველობას შორის. რაც მზიას დაემართა, მიზნად ისახავდა საქართველოში ყველა ჟურნალისტის დაშინებას. ამის ნაცვლად, ამან ჩვენ გაგვაერთიანა. მაგრამ ყოველი დღე დამოუკიდებელი მედიისთვის უბრალოდ გადარჩენას უფრო რთულს ხდის“ — უთხრა ირმამ პარლამენტარებს.

ირმა დიმიტრაძემ აღწერა, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, როგორ ხდებოდნენ მედია ორგანიზაციები სადამსჯელო ფინანსური ზომების სამიზნე და როგორ მიიღეს ახალი კანონები დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასასუსტებლად.

მისი თქმით, ჟურნალისტებს ახლა დემონსტრაციების გაშუქებისთვისაც კი ადმინისტრაციული ჯარიმები ემუქრებათ, ხოლო მედია ორგანიზაციებს ფინანსური რესურსებისა და რეკლამის შეზღუდვებით ახშობენ.

მან ასევე ისაუბრა იმ პირად რისკებზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებამაც კი, რათა იქ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრონ, შესაძლოა გამოძიება გამოიწვიოს საქართველოს სადავო „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის ფარგლებში.

შეხვედრაზე დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მზია ამაღლობელს დამამცირებლად ეპყრობოდნენ და ციხეში ყოფნის დროს მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა.

სერ ჯონ უიტინგდეილი – მედიის თავისუფლების საკითხებზე საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე:

„დღეს წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ცხადად აჩვენა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე შეტევა ჩქარდება. დიდ ბრიტანეთს აქ გავლენაც აქვს და პასუხისმგებლობაც. ჩვენ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ვართ, თანათავმჯდომარეობთ მედიის თავისუფლების კოალიციას და უკვე ვაჩვენეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ სანქციების დაწესებისთვის. მე მოვუწოდებ მინისტრებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისთვის, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნისთვის და ჟურნალისტებზე თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად. ბრიტანეთი მტკიცედ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს რისკავენ დემოკრატიისა და თავისუფალი პრესის დასაცავად“.

ბრენდან ო’ჰარა – საერთაშორისო სამართლის, მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე:

„მე მაქსიმალურ ზეწოლას მოვახდენ — და ჩემს საპარლამენტო კოლეგებსაც მოვუწოდებ, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ — რათა დიდმა ბრიტანეთმა ზეწოლა მოახდინოს საკუთარ მთავრობაზე და დავრწმუნდეთ, რომ არანაირად არ ვართ თანამონაწილე დემოკრატიის ამ სახიფათო შევიწროებაში, რომელსაც საქართველოში ვხედავთ“.

ქელა გალაგერი – ადვოკატი:

„დიდი ბრიტანეთი ახლა საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყაროა, ფულს კი გავლენა აქვს. ბევრ მათგანს, ვინც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზეა პასუხისმგებელი, გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს — მათ შორის ქონება, ინვესტიციები და ოჯახური კავშირები. ეს ბრიტანეთს აძლევს როგორც გავლენას, ისე პასუხისმგებლობას. მზია ციხეში არ არის პოლიციელზე თავდასხმის გამო. მისი საქმე ეხება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის გაჩუმებას და გაფრთხილების გაგზავნას ყველა სხვა ჟურნალისტისთვის. მზიას უკვე თვრამეტი თვე აქვს გატარებული გისოსებს მიღმა და მისი მხედველობა და ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება. პატიმრობაში მას არასათანადოდ ეპყრობოდნენ, რაც უდავოდ წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას საერთაშორისო სამართლის დარღვევით. საერთაშორისო საზოგადოებამ სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოს და მზიას თავისუფლება უზრუნველყოს. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“.

ფიონა ო’ბრაიენი – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულია დირექტორი:

„არსებობს მიზანმიმართული სტრატეგიული მცდელობა დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად“, „ჟურნალისტებზე ძალადობა, შემზღუდავი კანონმდებლობა და ფინანსური ზეწოლა ერთობლივად გამოიყენება იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეუძლებელი გახდეს. მტკიცებულებები უხვადაა. რაც აკლია, არის ძლიერი საერთაშორისო რეაგირება. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველო ავტორიტარი მეზობლების გზას არ გაჰყვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვიწროვდება“.

მზია ამაღლობელი პატიმრობაში 2025 წლის იანვრიდან იმყოფება, ხოლო 2025 წლის აგვისტოში მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2026 წლის იანვარში Clooney Foundation for Justice-ის TrialWatch-ის სამართლიანობის ანგარიშმა დაადგინა, რომ მისი სასამართლო პროცესი და გამამტყუნებელი განაჩენი სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ)...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის...

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...
spot_img

ყველა ამბავი

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.გვარამია აფრთხილებს...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა....

გაუმარჯოს უკრაინას! -კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.გისურვებთ მშვიდობას,...