უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელზე იერიში მიიტანა

უკრაინული შორს მოქმედი სანქციების გეოგრაფია დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უკრაინულმა დრონებმა ისტორიაში პირველად მიაღწიეს ფრონტის ხაზიდან 2500 კილომეტრის მოშორებით მდებარე ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, დაემალა შედეგები, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ რუსეთის უმსხვილეს საწარმოში, მინიმუმ ორი აფეთქების შემდეგ, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის ბენზინის მწარმოებელი 11 უმსხვილესი რუსული საწარმოდან ბოლო, რომელსაც უკრაინელებმა დაარტყეს. ქარხანა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 21 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს, რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაშია ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 8,4 მილიონ ტონას შეადგენს.

ომსკის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ხოცენკომ ჯერ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, შემდეგ კი საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ რეგიონში “მტრის დრონი ჩამოაგდეს”. მისი თქმით, რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა “შეძლო მიეღწიათ ომსკის ჩრდილოეთში მდებარე სამრეწველო კომპლექსამდე”.

უკრაინის გენშტაბმა მალევე დაადასტურა, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრითაა დაშორებული. ცნობების მიხედვით, დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი. უკრაინული ტელეგრამ არხი Exilenova+ წერს, რომ განადგურებულია ორი გადამამუშავებელი დანადგარი.

პოპულარული

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა,...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან -...

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან...

ექიმის თქმით, ფონიჭალაში დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის...

ყველა ამბავი

კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას ითხოვს

ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას...

1 იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან იხურება. ამის შესახებ დადგენილებას...

“ახლა ამ “დუბინკით” გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო” – ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ."დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა...

მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და ისეთი გაზქურა, ცეცხლი თუ არ უკიდია, გაზს კეტავს – ფონიჭალაში დაშავებულის მამა

" მე მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა, მქონდა გაზქურა. ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა მის ჩართვას, გაზქურის...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის...

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა.  კაცი დაპირისპირების დროს დაცემის შედეგად დაიღუპა.შსს-ს განცხადებით, დაპირისპირებაში...

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე – კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე თბილისში დაეშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს. ქვეყნიდან გააძევეს პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის,...

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.გიგაურს სასჯელის ვადა...

74 შოლტი „ზნეობის შეურაცხყოფისთვის“–ირანში ცნობილი მომღერალი ჰიჯაბის გარეშე გამოსვლისთვის დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარსთუ აჰმადი და მისი მუსიკალური ჯგუფისა და გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი გააშოლტინა: თითოეულმა 74 დარტყმა...