ირანის ქალაქ მეშჰედში დასრულდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვა. ის სამ-ნახევარი თვის წინ, ისრაელ-ამერიკული საჰაერო კამპანიის პირველ დღეს მოკლეს.
აიათოლა ხამენეისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიები ექვსი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ირანის რამდენიმე ქალაქში, ასევე მეზობელ ერაყში გაიმართა. ხუთშაბათს დილით უზენაესი ლიდერის ცხედარი მეშჰედში ვერტმფრენით გადაასვენეს.
„ბოლო დღეს უზარმაზარმა ბრბომ კვლავ გაავსო მთავარი ქუჩები — ამჯერად მეშჰედის ქუჩები, ირანის ყველაზე წმინდა ქალაქისა და აიათოლა ალი ხამენეის მშობლიური ქალაქის ქუჩები, რომლებიც იმამ რეზას მავზოლეუმის ოქროს გუმბათისკენ მიდის“, — იუწყება BBC-ის კორესპონდენტი ლიზ დუსეტი.
ისლამური რეჟიმის ათასობით მხარდამჭერი ხამენეის ფოტოებს, ირანის დროშებსა და პლაკატებს ატარებდა, რომლებზეც დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მოკვლის მოწოდებები იყო გამოსახული.
აიათოლა ალი ხამენეი შიიტი მუსლიმების ერთ-ერთ მთავარ სიწმინდეში — იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს.















