სასამართლოში დადასტურდა, რომ იგი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში, რომელთა მფარველობის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილმა 2021-2022 წლებში, ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით, ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლების გათეთრების მიზნით, ანდრია ლილუაშვილი თანხებს საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა, აბანდებდა კომპანიებში და ყიდულობდა ქონებას საქართველოოოსა და საზღვარგარეთ.
განაჩენის შესაბამისად, ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით შეძენილი 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 უძრავი ქონება, 17 ავტომობილი, 125 დასახელების ძვირფასეულობა თუ ნახატი და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.















