“ის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება “- აცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი.
“დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ…
მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად.” – წერს მშობელი.
23 ივლისს, ორგანიზაცია “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” განცხადებით, დაიღუპა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტი, 17 წლის საბა მაკარაშვილი.















