ირანულ გემზე, უკრაინის იერიშის შემდეგ, თეირანი პასუხის გაცემის პირობას დებს

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კასპიის ზღვაში იერიში მიიტანა გემზე, რომელიც სამხედრო ტვირთის გადასატანად გამოიყენებოდა, ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ, პასუხის გაცემის პირობა დადო.

“უკრაინის ქმედება აბსოლუტურად უკანონო და გაუმართლებელია, ეწინააღმდეგება [გაეროს] ქარტიას და წარმოადგენს თავგადასავლების ძიების სახიფათო აქტს, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ დარჩება პასუხგაუცემელი.” – თქვა მან.

ირანის რეჟიმის საგარეოს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მომხდარისთვის პასუხი უნდა აგონ.