პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

spot_imgspot_img

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ – ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

„იაპონიის პრემიერ ტაკაიჩის შეუძლია რამდენიც სურს იმდენი ისაუბროს იმაზე, რომ კურილის კუნძულები „ისტორიულად იაპონურია“, თუმცა, ეს ყბედობა არაფერს შეცვლის“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის საპასუხოდ გააკეთა, რომელის თავის მხრივ, დღეს, სადავო კურილის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა და მას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. ტაკაიჩიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინის ეს ნაბიჯი „უხეშად ლახავს იაპონელი ხალხის გრძნობებს“ და ეწინააღმდეგება ტოკიოს მყარ პოზიციას. პარალელურად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ პროტესტის ნიშნად სასწრაფოდ გამოიძახა რუსეთის ელჩი.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს არის ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური სტუმრობა ამ სადავო არქიპელაგზე. ის კუნძულზე შეხვდა რეგიონის გუბერნატორს, დაათვალიერა თევზგადამამუშავებელი ქარხანა, ადგილობრივი საავადმყოფო და სკოლა.

„ჩრდილოეთის ტერიტორიები, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის გამო, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იაპონია ძალისხმევას არ იშურებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ვიზიტმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა და საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების აღდგენა გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხის მნიშვნელობას სერიოზულად მოეკიდება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთისთვის კუნძულ იტურუპს უდიდესი სამხედრო დანიშნულება აქვს — იქ განთავსებულია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარი სამხედრო-საჰაერო ბაზა რეგიონში და კუნძულები მოსკოვს ოკეანეზე თავისუფალ გასასვლელს უნარჩუნებს

spot_imgspot_img

პოპულარული

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის...

ჯო უილსონი: ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას

„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას,...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....
spot_img

ყველა ამბავი

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში...

„ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმე: აშშ-ის სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სანქცირებული ნავთობტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella 1) კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძეს. 47...