ბათუმში ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რა მიზეზით დააკავეს ფარტენაძე.
“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი! ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული Koba Fartenadze . ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ”. – წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან.



