ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვისთვის 3 პირი დააკავეს

spot_imgspot_img

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. ის თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს”. – წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

პირველ ორ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – ხოლო მესამე საქმეზე კი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

spot_imgspot_img

პოპულარული

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სამიზნეებზე შეტევისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული დრონები

ბრიტანული დრონები პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის....

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან...
spot_img

ყველა ამბავი

ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის...

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ადვოკატი

ბათუმში ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ავრცელებს და აცხადებს, რომ  ამ დროისთვის უცნობია, რა...

ნაცნობისგან $30 000 ისესხა, არც თანხა დაუბრუნა, არც სარგებელი – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ...

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს – პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.  შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა...

აგვისტოში წითელ მოედანზე დაგეგმილი სამხედრო–მუსიკალური ფესტივალი გაუქმდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ფესტივალი „სპასკაია ბაშნია“, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე 21–დან 30 აგვისტომდე უნდა გამართულიყო,  2027 წლისთვის გადაიდო. ამის...

კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას მესამედით გაზრდის

შემოდგომაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ფართო სანქციების სიას წარადგენს, - განაცხადა მან Die Welt-თან ინტერვიუში....

როგორც ჩანს, რუსეთისადმი დახმარება აფხაზეთში ბენზინის შეტანის სახით შეწყდა.ასეთია ხალხის ძალა – რომან გოცირიძე

მერე რა მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთისადმი დახმარება აფხაზეთში ბენზინის შეტანის სახით შეწყდა. ასეთია ხალხის ძალა. საკითხი...

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა

ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე...

კაია კალასის თქმით, შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარადგენენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სამიზნეებზე შეტევისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული დრონები

ბრიტანული დრონები პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის. ისინი უკრაინას დიდ ბრიტანეთში მოქმედმა ორმა კომპანიამ მიაწოდა, ხოლო უკრაინელმა...

იტალიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს

სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან შაბათს რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს, რომლებსაც სპეციალისტები უზარმაზარ მხატვრულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებენ. ქურდობის ფაქტი კვირას...

უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიას 12 ტურისტი ემსხვერპლა

უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. შემთხვევა კვირას,...