პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა… როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ ბრალდებები იყო, არის და იქნება,- ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელის – ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს, რომლეშიც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ გზავნილი ივანიშვილის დავალებით მიიღო და წერილი, რომელშიც მას ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას სთავაზობდნენ, მდინარაძემ გაუგზავნა.
„მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.
როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე, მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“,- განაცხადა მდინარაძემ.
18 აგვისტოს კი ღარიბაშვილის წერილებზე მდინარაძემ პრესასმსახურს აპასუხებინა. პაუსხი სულ ერთ წინადადებიანია და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შეფასებულია, როგორც აბსურდი და ტყუილი.
,,სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა.’’



