ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა, გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პარტონს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, მისი თქმით, ექიმებმა რამდენიმე პროცედურის ჩატარება ურჩიეს.
დოლი პარტონი ქანთრი და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზების წევრი და სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეყვანილი არტისტი იყო. მას მიღებული ჰქონდა 10 გრემი, მათ შორის Grammy Lifetime Achievement Award, ასევე კენედის ცენტრის პრემია და ხელოვნების ეროვნული მედალი.
2024 წელს Billboard-მა პარტონი ყველა დროის უდიდეს ქანთრი არტისტად დაასახელა.



