რა გახდა აფხაზი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი: დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

spot_imgspot_img

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ის სახლში 23 აგვისტოს შევიდა და მას შემდეგ გარეთ არ გამოსულა. მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კორპუსში უცნაური სუნი იგრძნეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სოციალურ ქსელებში მას ათასობით გამომწერი ჰყავდა. დაურ ბუავა თბილისში 2021 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებული ტყვარჩელიდან ჩამოვიდა, იმისთვის, რომ საკუთარი თვალით დაენახა რეალობა და დაემსხვრია სოხუმში არსებული ანტიქართული პროპაგანდა.

„ჩემო დებო და ძმებო აფხაზებო. დადგა ის დრო, რომლზეც დიდი ხანია გესაუბრებოდით, ხელის გულზე გიჩვენებდით, რომ თქვენ გამზადებდნენ სრული შთანთქმისთვის და დღეს თქვენ უკვე გართმევენ თქვენს აზრს. საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებენ არა აფხაზეთში, არამედ მის გარეთ, მოსკოვში, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს. აფხაზი ახალგაზრდობა ამ სისტემის მძევალი ხდება. მომავლის ნაცვლად მათ თავს ახვევენ დამოკიდებულებას. ბევრი აფხაზი იტყვის, რომ არ ვარ მართალი, რომ ეს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაა, მაგრამ ეს არ არის დახმარება, ეს იზოლაციაა.

ე.წ. ახალ აფხაზურ მთავრობაში, ბევრი რუსეთიდანაა. სწორედ ისინი გააკონტროლებენ საინფორმაციო ველს, ფინანსებს, ქუჩებს, კანონებს. ხედავთ ალბათ, რას აკეთებს ბადრა გუმბა – რუსეთიდან მოდიან „ნამესტნიკები“, რომლებიც აფხაზებს მხოლოდ მეორე ხარისხის მომსახურე პერსონალის ფუნქციას უტოვებენ“ – ამბობდა თავის ვიდეოებში დაურ ბუავა.

2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაურ ბუავას მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიანიჭა. მალევე მან დააფუძნა ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ და ამ პლატფორმიდანაც ღიად მოუწოდებდა აფხაზებს, აეღოთ საქართველოს მოქალაქეობა, ესარგებლათ უფასო ჯანდაცვითა და განათლებით. 2023 წლის ნოემბერში კი ის სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ მსოფლიო ფორუმზე დემოკრატიისთვის“, ასევე 2023 წლის ივლისში, ევროპარლამენტში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

„ეს კონფლიქტი უკვე 30 წელია, რაც აფხაზეთის მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას საინფორმაციო ვაკუუმში ტოვებს. ინფორმაცია მწირია… ბავშვობიდანვე მათ ჩასძახიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თავად აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, და უკვე ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ დავინახე და ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე რეალურად უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციაშიც კი არის შეტანილი და ქართული ენის თანასწორად დგას. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდა იცოდნენ… და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, პროვოცირება გაუკეთა კიდეც ამ კონფლიქტს 30 წლის წინ და ეს იყო რუსეთი“ – განაცხადა დაურ ბუავამ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.

დაურ ბუავას აქტივობები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმიმმა ღალატად შეაფასა და 2022 წელს მის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით სისხლის სამართლის საქმეც აღძრა. ისევე როგორც, მის საქმიანობას, დაურ ბუავას გარდაცვალებასაც, აფხაზურ საზოგადოებასა და პრორუსულ საინფორმაციო სივრცეში რადიკალური და ნეგატიური გამოხმაურება აქვს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ბუავა ანტიაფხაზურ და პროქართულ პროპაგანდას ეწეოდა. მაგალითად, რუსული საინფორმაციო სააგენტო Eurasia Daily, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს კრემლის საგარეო პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ ხაზთან, დღეს აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით – „აფხაზეთის მოღალატე თბილისში სახლში გარდაცვლილი იპოვეს“.

დაურ ბუავა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას — რა გახდა სიკვდილის მიზეზი. საქმე ჯერჯერობით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაურს იცნობდა და როგორც იცის, თავისი პოზიციის გამო ის ბევრ მუქარასაც იღებდა. ამიტომ, შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოებები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

spot_imgspot_img

პოპულარული

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი...
spot_img

ყველა ამბავი

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.მოკლული, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ: მეუფე იაკობის ქადაგება

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმისკენ...

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესარსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ...

ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – შარმანაშვილი აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე

"ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს" - „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების...

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მსოფლიოში პირველად თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ჩატარდა

მსოფლიოში პირველ პაციენტს წარმატებით ამოკვეთეს თავის ტვინის სიმსივნე ოპერაციისას, რომლის დროსაც  ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში გამოიყენებოდა. რის ჰიბერტს, ორი შვილის...

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა."შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე...