Politico: გასულ კვირას ე.წ. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

spot_imgspot_img

რუსეთიდან გაქცეულებს ეშინიათ, რომ პუტინი ფარულად ახალი მობილიზაციისთვის ემზადება– ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico რუსეთში მობილიზაციის ახალ ტალღაზე და წერს, რომ რუსეთიდან გაქცეული მამაკაცების რაოდენობა ბოლო დროს იზრდება, მათ შორის საქართველოს მიმართულებით.

“რუსეთის სამხრეთ საზღვარზე მოძრაობის მკვეთრი ზრდა ხდება იმ ფონზე, როცა სამხედრო სამსახურში გაწვევის ზომები სულ უფრო აგრესიული ხდება და იზრდება შიში, რომ ხელისუფლება შესაძლოა ახალი მობილიზაციის გამოცხადებას აპირებდეს.

საქართველოსთან რუსეთის სამხრეთ საზღვარზე კვლავ ნაცნობი სურათია — ქვეყნიდან გასვლის მსურველთა ნაკადი იზრდება.

გასულ კვირას ე.წ. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გადაადგილების ასეთი ზრდა ემთხვევა შიშს, რომ კრემლი შესაძლოა ახალი მობილიზაციის გამოცხადებისთვის ემზადებოდეს.

ბოლო თვეებში რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა სამხედრო სამსახურში გაწვევის ზომები, გააძლიერა რეზერვისტების შესახებ მონაცემების შეგროვება და გააფართოვა ეროვნული გვარდიის უფლებამოსილება, რამაც ახალი გაწვევის შესახებ საუბარი კიდევ უფრო გააძლიერა.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „წვევამდელთა სკოლის“ დამფუძნებელი ალექსეი ტაბალოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამხედრო ასაკის მამაკაცებისგან იურიდიული დახმარების მოთხოვნა გაიზარდა, განსაკუთრებით — სამხედრო რეზერვში მყოფებისგან. აგვისტოს დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის „სწრაფ მობილიზაციას“ გეგმავს.

საქართველოს მსგავსი საზღვრისპირა ნაკადი უკვე უნახავს. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დაახლოებით 300 ათასი კაცი გაიწვია, საქართველო რუსეთიდან გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. მაშინ ერთ კვირაში ქვეყანაში 100 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შევიდა.

კრემლი კი უკვე რამდენიმე თვეა ახალი მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ „მასობრივი მობილიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არ არის, არ იგეგმება და, რამდენადაც ვიცი, არც მოსალოდნელია“. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ მობილიზაციის შესახებ საუბრები „უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული თემაა“.

თუმცა ბრძოლის ველზე ვითარების ცვლილების უგულებელყოფა რთულია. რუსეთი დანაკარგების ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ პირველად რუსეთის დანაკარგებმა ჯარში ნებაყოფლობით მიმსვლელთა რაოდენობას გადააჭარბა.

მართალია, რუსეთმა ომში გასაგზავნად მოხალისეებისა და პატიმრების გადაბირება მაღალი ანაზღაურებით დიდხანს შეძლო, მაგრამ ახალი ხალხის მოძიება კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება, ამბობს ორგანიზაცია Russian Peace Plea-ს იურისტი, რომელიც სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება მამაკაცებს. უსაფრთხოების მიზეზების გამო მან ანონიმურობა ითხოვა.

მისი თქმით, კრემლსა და რუსულ საზოგადოებას შორის არსებული „სოციალური კონტრაქტი“ უკვე აშკარად ირღვევა–წერს პოლიტიკო.

spot_imgspot_img

პოპულარული

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France...
spot_img

ყველა ამბავი

ქარელში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ქარელში ერთი პირის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის...

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.მოკლული, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ: მეუფე იაკობის ქადაგება

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმისკენ...

რა გახდა აფხაზი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი: დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ის სახლში...

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესარსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ...

ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – შარმანაშვილი აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე

"ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს" - „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების...