“საქართველომ დროულად თქვა უარი “ევროპულ პერანგზე“–რუსი ექსპერტი

spot_imgspot_img

კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალება –РИА Новости კიდევ ერთხელ წერს სომხეთის მიერ არჩეულ “დამღუპველ პროევროპულ გზაზე.“ ამჯერად, ამ თემაზე ექსპერტი ივან სოლოვიოვი საუბრობს და გონივრული გადაწყვეტილების მაგალითად საქართველო მოჰყავს, რომელმაც ევროპაზე უარი თქვა.

სომხეთის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას ქვეყნისთვის შესაძლოა დამღუპველი შედეგები მოჰყვეს, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის ფედერაციის დამსახურებულმა იურისტმა და სამართალმცოდნემ ივან სოლოვიოვმა.

„სომხეთი აგრძელებს რუსეთთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაწყვეტის კურსს და ცდილობს დასავლელ მფარველებს ასიამოვნოს, თუმცა, სავარაუდოდ, ვერც კი აცნობიერებს, რა დამღუპველი სამართლებრივი და სხვა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირისკენ მის სწრაფვას“, — განაცხადა სოლოვიოვმა.

მისი თქმით, დიდი კითხვაა ისიც, გაუძლებს თუ არა სომხეთის ეკონომიკა ევროკავშირის შიგნით კონკურენციას და დააკმაყოფილებს თუ არა სომხური პროდუქცია ევროკავშირის ხარისხის კრიტერიუმებს.

„მაგრამ მთავარი საკითხია ცხოვრების ჩამოყალიბებული წესი და ისტორიული ეროვნული ტრადიციები. ისინი გაირეცხება და ნაწილობრივ განადგურდება მულტიკულტურალიზმითა და ევროპული მრავალფეროვნებით, რაც სომხური კულტურისა და სამართლებრივი სისტემისთვის უცხოა“, — განაცხადა მან.

სოლოვიოვის თქმით, გეოგრაფიულად სომხეთი ევროკავშირისგან შორსაა და მისთვის საინტერესოა მხოლოდ როგორც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისა და მასზე ზეწოლის პლაცდარმი.

„სხვათა შორის, საქართველომ, რომელმაც „ევროპული პერანგი მოირგო“, მასზე უარი თქვა, რადგან დროულად მიხვდა, რომ სინამდვილეში ის დამაწყნარებელი პერანგია“, — განაცხადა სოლოვიოვმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და...

ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება – ზელენსკი

„რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს,...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის...
spot_img

ყველა ამბავი

ბათუმში მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე...

დააკავეს კაცი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაზარალებული ქალის მეუღლეს გაუგზავნა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ...

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

შაბათს ისლანდიის ამომრჩევლებმა — კუნძულოვანი სახელმწიფოს თითქმის 400-ათასიანმა მოსახლეობამ — რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში...

ქარელში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ქარელში ერთი პირის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის...

Politico: გასულ კვირას ე.წ. ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთიდან გაქცეულებს ეშინიათ, რომ პუტინი ფარულად ახალი მობილიზაციისთვის ემზადება– ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico რუსეთში მობილიზაციის ახალ...

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.მოკლული, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ: მეუფე იაკობის ქადაგება

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმისკენ...

რა გახდა აფხაზი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი: დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ის სახლში...

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი...