ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც შეიცვალა 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ”. ცვლილების თანახმად, ჯარში გაწვევის შესახებ უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად.

დადგენილების მიხედვით, თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების ან უწყების პირადად ჩაბარებაზე, დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და ის უბრუნდება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს — ასეთ შემთხვევაშიც უწყება ჩაბარებულად ითვლება. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, თუ წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი მიიღებს ან უარს იტყვის შეტყობინების მიღებაზე.

თუ უწყების ჩაბარება პირადად ან საკომუნიკაციო საშუალებებით (მათ შორის, sms-ით ან ელფოსტით) ვერ ხერხდება, ან 2 სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ ხორციელდება, სააგენტო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას საკუთარ ვებგვერდზე. ასეთ შემთხვევაში უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად, რის შემდეგაც პირი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

დოკუმენტის მიხედვით, წვევამდელთა გამწვევ კომისიაზე გამოძახება ხდება თანმიმდვრობით: ჯერ ტექნიკური საშუალებით (მათ შორის, sms), შემდეგ პირადად ჩაბარებით მისამართზე (რეგისტრაციის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი), ხოლო ბოლო ეტაპზე — საჯარო გამოქვეყნებით.

თუ წვევამდელი გამწვევ კომისიაზე ან სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდება, 5 სამუშაო დღეში დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება სასამართლოს. სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააგენტო მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.

დადგენილება ითვალისწინებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებსაც: ჩასარიცხად გამოუცხადებლობის შემთხვევაში — ახლო ნათესავის გარდაცვალება ან დაუძლეველი გარემოება; სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობისას — ასევე ავადმყოფობა, დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების მიერ.

ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში აპრილში განაცხადა.

პოპულარული

რუსეთის იერიშს კიევსა და მის შემოგარენში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა 1-ელი სექტემბრის ღამეს კიევსა და მის შემოგარენს ბალისტიკური...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა...

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში...

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის...

ყველა ამბავი

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. ის პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა პირდაპირ აეროპორტის ტერმინალში, საპასპორტო...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის ჩადენისას დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მათ დამამძიმებელ გარემოებაში...

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მას მტკიცებულებები შენახული აქვს - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის,...

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის მხარდასაჭერად მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი სამშაბათს, 1...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ ერთი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი დამნაშავედ სცნეს რეპერ თუფაქ შაკურის 1996 წლის მკვლელობის ორგანიზებაში. ნაფიც მსაჯულთა...

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა – სპეციალურად გეგმავენ დარტყმებს ისე, რომ მეტი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურონ – ზელენსკი

" უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - სპეციალურად გეგმავენ დარტყმებს ისე, რომ მეტი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურონ "...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, გურიაში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის...

რუსეთის იერიშს კიევსა და მის შემოგარენში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა 1-ელი სექტემბრის ღამეს კიევსა და მის შემოგარენს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და სტევია ნაწლავის მიკრობიომსა და მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ პროცესებს ცვლის. ზოგიერთი ეფექტი...