ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

“ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..” – მის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რითიც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მეხუთე წერილს ეხმაურება.

“ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება.
თუ მაინცა და მაინც უნდა გავიხსენოთ ამ პერიოდის თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობები (რავ აქამდე საზოგადოებისთვის ასეა ცნობილი), ესენია:
🔴 თორნიკე რიჟვაძე, 2025 წლის ივლისი (მცდელობა)
🔴 დავით გოგობერიშვილი, გლდანის ციხის დირექტორი, 2025 წლის ოქტომბერი (ფიგურირებდა ბაჩიაშვილის საქმეში)
🔴 სუსის თანამშრომელი, ნაპოვნია ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიაზე, სახელი სუსს არ გაუმჟღავნებია, 2025 წლის ოქტომბერი
🔴 სიმონ წაქაძე, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, 2026 წლის იანვარი
🔴 როგორც თავად ღარიბაშვილი წერს, მათ რიგში უნდა განვიხილოთ უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე (წარსულში კონტრდაზვერვის თანამშრომელი), 2026 წლის აპრილი
🔴 ხაშურში, საკუთარ მანქანაში, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, სახელი და გვარი არ გაუმჟღავნებია სუსს, 2026 წლის მაისი
🔴 ბაქარ ბექაური, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, 2026 წლის 7 ივნისი (მონაწილეობდა გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის სკანდალში, რისი ვიდეოკადრებიც საჯაროდ გავრცელდა)
🔴 ფართოდ გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე სუსის და პროკურატურის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე დავით ნანავამ, ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრმა, 2026 წლის აგვისტო
ჩამონათვალში არის სახელები და გვარები, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს.” – განაცხადა გვარამიამ.

პოპულარული

ვმუშაობთ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით-კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქონების გადასახადის ზღვარი...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

“დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ“-ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი...

„ამას მთელი კაცობრიობა მოითხოვს“ — რა უთხრა მოდიმ პუტინს რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ

კრემლის ვებგვერდმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთისა და ინდოეთის...

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარებისა...

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთი გენის შეცვლით მაღალი ქოლესტერინის პრობლემას სამუდამოდ აღმოფხვრიან

ერთი გენური ჩარევა — და შესაძლოა აღარ დაგჭირდეთ მაღალი ქოლესტერინის...

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ყველა ამბავი

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს....

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.29 აგვისტოს გავრცელდა...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეტალურად საუბრობს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე და კითხვას...

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკა. ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც შეიცვალა 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება „სამხედრო...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. ის პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა პირდაპირ აეროპორტის ტერმინალში, საპასპორტო...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის ჩადენისას დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მათ დამამძიმებელ გარემოებაში...

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მას მტკიცებულებები შენახული აქვს - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის,...

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის მხარდასაჭერად მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი სამშაბათს, 1...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ ერთი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი...