„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, მათ რუსეთისა და უკრაინისთვის ომის დასრულების ახალი ამერიკული წინადადება მიაქვთ. მოსკოვის შემდეგ ისინი კიევში გაემგზავრებიან — ეს უკრაინაში მათი პირველი ვიზიტი იქნება.

„ჩვენ გვაქვს იდეა მშვიდობასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ტრამპმა ვიზიტის წინ. მან დეტალები არ გაამხილა, თუმცა უიტკოფსა და კუშნერს „შესანიშნავი მომლაპარაკებლები“ უწოდა და თქვა, რომ წარმატების „საკმაოდ კარგი შანსი“ არსებობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკელი წარმომადგენლები კვირას კიევს ეწვევიან. მისი თქმით, მათი გადაადგილებისა და მოლაპარაკებების პერიოდში უკრაინა მოსკოვზე საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს და რუსეთისგანაც ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.

„ჩვენ ვზრუნავთ სწორედ ამერიკელ მომლაპარაკებლებზე და არა რუსეთზე“, — თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, მიზანია გაირკვეს, რა ახალი წინადადება აქვთ უიტკოფსა და კუშნერს და რა პასუხს მიიღებენ მოსკოვში.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიიღეს ბრძანება, 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით საბრძოლო შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვან. რუსეთმა კი 5 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე დარტყმები გააგრძელა. მოგვიანებით კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა 6 სექტემბრიდან სამი დღით კიევზე დარტყმების შეჩერება ბრძანა, რათა ამერიკული დელეგაციის ვიზიტი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო.

უიტკოფსა და კუშნერს მოსკოვის აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა

რა დაემართა წინა სამშვიდობო გეგმას

ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ომის დასრულებას ორივე მხარეზე ზეწოლით ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მნიშვნელოვანი შედეგი ვერ მიიღო.

2025 წლის აგვისტოში ტრამპისა და პუტინის ანკორიჯის შეხვედრაზე, არსებული ინფორმაციით, განიხილებოდა ე.წ. ფორმულა „3 პლუს 2“. „3“ გულისხმობდა ყირიმს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებს, რომელთა სრულად რუსეთისთვის გადაცემას მოსკოვი ითხოვდა, ხოლო „2“ – ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, სადაც კიევის კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორიები უკრაინას უნდა შეენარჩუნებინა. სანაცვლოდ აშშ შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხს განიხილავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოგვიანებით აღიარა, რომ გეგმა არ განხორციელდა, რადგან „უკრაინელები ამას არ დათანხმდნენ“, და ახალი იდეების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მოსკოვსა და კიევს შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები ზამთრის ბოლოს შეჩერდა. ჯერ კიდევ 28 აგვისტოს კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ სამშვიდობო პროცესი „ღრმა პაუზაზეა“ და ახალი იდეები არ არსებობს.

უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ერთად უკვე ორჯერ იყვნენ — 2025 წლის დეკემბერში და 2026 წლის იანვარში. Reuters-ის წყაროს ცნობით, ამჯერად რუსეთი მათი კიევში ჩასვლის წინააღმდეგიც იყო და ცდილობდა, ამერიკელებისთვის გეგმა შეეცვლევინებინა.

დასავლური მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვიზიტის წინა საღამოს რუსეთის სამხედროებმა კიევის ცენტრში СБУ-ს ხელმძღვანელის კაბინეტს დაარტყეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ ამას სერიოზული ესკალაცია უწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სამშვიდობო ძალისხმევა კვლავ გააქტიურდა.

ამერიკულ დიპლომატიურ აქტივობას წინ უძღოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის 26 აგვისტოს გაუხმაურებელი ვიზიტიც მოსკოვში. Axios-ის ცნობით, მისი ერთ-ერთი მიზანი იყო გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებაში. ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონმა ზელენსკის მისი შედეგები გააცნო და სამმხრივი სამიტის — აშშ, უკრაინა და რუსეთი ჩატარების იდეაც შესთავაზა.

პოპულარული

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს – გიგა ფარულავა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს "...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც...

ყველა ამბავი

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს, რაც ამერიკული დელეგაციის...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.თვითმხილველების თქმით, სწრაფად...

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ, თუმცა ახალი კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე დავობენ. კონგრესმენები შიშობენ, რომ ახალი...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში გაემგზავრება.„უფლებები საქართველოს" ცნობით, თბილისის აეროპორტში ის უკვე...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, უარი ეთქვა ისეთ კომპრომისზე, რომელიც რუსეთს დონბასზე კონტროლის აღიარების...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობაზე იერიში დრონით მიიტანეს.კიევის ინფორმაციით, სამიზნეს...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ!...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების მცდელობების ფარგლებში, მიმდინარე კვირის...

შსს-ს თქმით, დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

აქციების დროს დაკავებულ და "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება....